დედამიწაზე ასტეროიდი ჩამოვარდა - კადრები ფილიპინებიდან
NASA-ს ცნობით, დედამიწის ატმოსფეროში, ფილიპინების თავზე, კუნძულ ლუზონის მახლობლად დაახლოებით 1-მეტრიანი ასტეროიდი დაიწვა.
კოსმოსური სააგენტოს შეფასებით, დარტყმა 12:39 საათზე მოხდა.
მანამდე Catalina Sky Survey-მა აღმოაჩინა ობიექტი, რომელსაც თავდაპირველად CAQTDL2 ერქვა, ახლა კი 2024 RW1-ს უწოდებენ. ობიექტი უვნებელი იყო, რადგან მისი ზომის გამო დედამიწაზე შემოსვლისას ატმოსფეროში დაიწვა.
ფილიპინებში, ადგილობრივებმა აღნიშნული მოვლენის ამსახველი კადრების გადაღება შეძლეს.