პარლამენტში არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი იარაღი არის ბოიკოტი, სხდომებიდან გავარდნა და სასესიო დარბაზში შხამების მოსხმა - ბიძინა გიორგობიანი
პარლამენტში არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი იარაღი არის ბოიკოტი, სხდომებიდან გავარდნა და სასესიო დარბაზში შხამების მოსხმა, ეს არის კრიმინალური ჯგუფი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას აღნიშნა.
„არსებობს სახელისუფლებო პარტია, რომელმაც წარმოადგინა საინტერესო პროგრამა. ამის გარდა, სხვა არც ერთ პარტიას არ წარმოუდგენია მომავლისათვის განკუთვნილი პროგრამა და არც ახალი პოლიტიკური დისკუსია შემოუტანია პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ოპოზიციად წოდებული პოლიტიკური ჯგუფები მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ ამომრჩეველზე ძალადობენ.
საქართველოში ოპოზიცია რომ არ არის და პოლიტიკური მოძრაობა („ნაციონალური მოძრაობა“), რომელიც გამოირჩევა ექსტრემიზმით და არის ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალა, ეს არის ქვეყნის ტრაგედია. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საქართველოს ფარგლებს გარეთ და მოქმედებდა საქართველოს ფარგლებს გარედან მითითებებით, როდესაც აღარ იქნება პოლიტიკურ ასპარეზზე, მაშინ, სხვა პოლიტიკური პარტიები გამოვლენ ველზე“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.