თეგებით ძიება
05. 09. 2024 მსოფლიო

გამწვავებას არ დავარქმევდი - ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება ვალდებულებების ბალანსით ახსნა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოციალური კუთხით დაფინანსების შეჩერება „ვალდებულებების ბალანსით“ ახსნა.

ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ამას გამწვავებას არ ვუწოდებდი. თუ ვისაუბრებთ მიღწეული შეთანხმებების შესრულებზე, არსებობს შეთანხმებების პაკეტი, რომელსაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა, ასევე ორი ქვეყნის მთავრობებმა.

შეთანხმებები პარლამენტის მიერ არის რატიფიცირებული. ამ დოკუმენტების მიხედვით, მხარეებს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ. უბრალოდ საუბარი იმაზე, რომ ამ ვალდებულებათა ბალანსი დაცული უნდა იყოს და ჩვენს აფხაზ მეგობრებს ეს მშვენივრად ესმით" ამბობს ლავროვი. 

ლავროვმა ასევე თქვა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ახალდანიშნული სერგეი შამბა რუსეთში მიიწვია.

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, კვირებში, შევძლებთ ასეთი შეხვედრის ორგანიზებას. ჩვენი სხვა უწყებები სოხუმში თავიანთ კოლეგებთან აწარმოებენ შესაბამის მუშაობას, მაგრამ მთავარი, კიდევ ერთხელ, არის ყველა მიღწეული შეთანხმების შესრულება, რომლებიც დამტკიცებულია პრეზიდენტების მიერ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა