დღეს მონღოლეთი უფრო მეტ პატივს სცემს მკვლელ პუტინს, ვიდრე საერთაშორისო სამართალს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მონღოლეთში მკვლელ პუტინს საერთაშორისო საერთაშორისო მეტად სცემენ პატივს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მონღოლეთმა საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა იმით, რომ არ დააკავა ვლადიმირ პუტინი ქვეყანაში მისი ვიზიტის დროს.
„თუ მონღოლეთი არ სცემს პატივს საერთაშორისო კანონს, მაშინ ის იღებს პუტინს, მიუხედავად ქვეყნის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირებისა. ასეთი ქმედებები არის პასუხი იმაზე, პატივს სცემს თუ არა მონღოლეთი საერთაშორისო სამართალს", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
„ისინი პუტინს უფრო სცემენ პატივს, ვიდრე საერთაშორისო სამართალს. დღეს მონღოლეთი უფრო მეტ პატივს სცემს მკვლელს, ვიდრე საერთაშორისო სამართალს", - დასძინა მან.