რუსეთში რეჟისორი ანდრეი ნეკრასოვი დააკავეს
რუსეთში, სმოლენსკის რეგიონში რეჟისორი და მწერალი ანდრეი ნეკრასოვი დააკავეს. იგი სმოლენსკის რეგიონში რუსეთის შესახებ ახალ დოკუმენტურ ფილმს იღებდა.
რეჟისორის თქმით, ის 24 აგვისტოს FSB-ს თანამშრომლებმა დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული მუხლის დარღვევაში "არაკანონიერი პროფესიული საქმიანობის" მუხლით აღიძრა. სამსამართლომ მას 90-დღემდე პატიმრობა მიუსაჯა. რეჟისორი პატიმრობას უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავების იზოლატორში გაატარებს.
ანდრეი ნეკრასოვის ავტორია ფილმისა, რუსული გაკვეთილები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მოვლენებს ასახავს. ასევე, მისი ავტორობითაა ფილმები - აჯანყება, რომელიც 1999 წელს მოსკოვში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებების შესახებაა და ლიტვინენკოს საქმე, რომელიც ლონდონში FSB-ის ყოფილი ოფიცრის მოწამვლას ეხება.