თეგებით ძიება
05. 09. 2024 მსოფლიო

უკრაინამ კურსკის ოლქში ჩატარებული ოპერაციის დროს “ბევრს მიაღწია“- სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინამ კურსკის ოლქში ჩატარებული ოპერაციის დროს “ბევრს მიაღწია“, თუმცა ძნელია იმის თქმა, როგორ განვითარდება სიტუაცია შემდეგ.

სტოლტენბერგის თქმით, მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ, გააკეთონ არჩევანი, “თუ სად განალაგონ თავიანთი ძალები და რა ტიპის ომია შესაფერისი ამ სიტუაციაში.“

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებით, რომლებსაც შეუძლიათ, მიაღწიონ სამხედრო მიზნებს რუსეთის ტერიტორიაზე.

მოხარული ვარ, რომ ნატო-ს წევრმა ბევრმა ქვეყანამ მისცა უკრაინას ასეთი შესაძლებლობა, ხოლო მათ, ვისაც კვლავ აქვთ დაწესებულო შეზღუდვები, შეარბილეს ისინი, რათა უკრაინამ შეძლოს თავდაცვა“, – თქვა სტოლტენბერგმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა