თეგებით ძიება

1000 ლარიანი პენსია, ვინმეს წინასაარჩევნო დაპირება არ ეგონოს, ეს არის კონკრეტული გეგმა - მამუკა ხაზარაძე

1000 ლარიანი პენსია, ვინმეს წინასაარჩევნო დაპირება არ ეგონოს, ეს არის კონკრეტული გეგმა, ჩვენ პენსიონერებს მივცეთ ელემენტარული საშუალება სიბერე ჰქონდეთ ღირსეული, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ჩვენ გამოვაცხადეთ რეალური ალტერნატივა 20 წლიანი მმართველობისა, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, იმ 12 წლიანი მმართველობისა, რომელმაც ქვეყანა სტაგნაციის და იზოლაციის პირობებში აღმოაჩინა. ჩვენ შევქმენით კოალიცია, სადაც ღირსეული, პატრიოტი და ხელისუფლებაში არ მყოფი ადამიანები არიან.

ჩვენ სწორედ ილიას გზის გაგრძელებისთვის ვართ შეკრებილები, სწორედ ამ იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, რომ მივიღოთ ძლიერი საქართველო. 

პირველი - რუსული ოკუპაციისა და გავლენისგან დავიხსნათ ქვეყანა, გვაქვს კონკრეტული გეგმა, 9 ნაბიჯი და რეფორმა, როგორ უნდა გავწევრიანდეთ ევროკავშირში და როგორ შევამციროთ საქართველოში რუსული გავლენა. ეს ეხება იმ სულისკვეთების დაბრუნებას, რასაც თავისუფალი ერი იმსახურებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ ქვეყანაში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი, რომელიც ქვეყანას ჰაერივით სჭირდება. გვაქვს გაწერილი გეგმა, თუ როგორ სწრაფად დავამთავრებთ იმ მეგაპროექტებს, როგორიცაა ანაკლია. რუსების დავალებით ანაკლია მეექვსე წელია გაჩერებულია.

1000 ლარიანი პენსია, ვინმეს წინასაარჩევნო დაპირება არ ეგონოს, ეს არის კონკრეტული გეგმა, ჩვენ პენსიონერებს მივცეთ ელემენტარული საშუალება სიბერე ჰქონდეთ ღირსეული. ამას გავაკეთებთ ყოველწლიური ინდექსაციით და იმ საშუალებით, რაც არსებობს კორუფციის პირობებში და აზარტული თამაშების დაუგეგმავ ბიზნესში, ეს არის სწორედ ის შემოსავლის წყარო, რომლითაც ასეთი პროექტები  დაფინანსდება“, - განაცხადა ხაზარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა