საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვა 3:0 დაამარცხა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა „ბათუმი არენაზე“ მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0.
ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად რამაზ სვანაძის გუნდს 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის დარჩენილ შეხვედრებში ქულების მაქსიმუმის მოპოვება სჭირდებათ და გუნდმა შესანიშნავად ითამაშა.
მე-13 წუთზე მარჯვენა ფლანგზე განვითარებული შეტევა ნოდარ ლომინაძემ ლაშა ოდიშარიას გაუგრძელა, რომლის ჩაწოდების შემდეგ გიზი მამაგეიშვილმა საჯარიმოში სამ მცველს დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
საქართელოს ნაკრებმა მეორე ტაიმში კიდევ უკეთ ჩაატარეს. 49-ე წუთზე კვერნაძემ მაინც გაიტანა, 72-ე წუთზე კი თავის გამოჩენა შეცვლაზე შესულმა გიგი აბუაშვილმა შეძლო. სამივე გოლი კი ოდიშარიას საგოლე გადაცემით გავიდა.
რამაზ სვანაძის გუნდი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებთან ვენლოში 9 სექტემბერს გამართავს.