უკრაინა შეშფოთებულია ცნობებით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი რუსეთთან თანამშრომლობის განახლებასა და მოსკოვში მისიის გაგზავნას აპირებს - უკრაინის საგარეო
უკრაინა შეშფოთებულია ცნობებით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი რუსეთთან თანამშრომლობის განახლებასა და მოსკოვში მისიის გაგზავნას აპირებს, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„გაეროს მთავარი ფინანსური ინსტიტუტისთვის აბსურდული იქნება რუსეთის რეჟიმის ლეგიტიმაცია, რომელმაც ფაქტობრივად გაანადგურა გაეროს წესდების საფუძველი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი აგრესიული ომის წამოწყებითა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი სისასტიკით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„მოვუწოდებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, არ განაახლოს რუსეთთან თანამშრომლობა და დარჩეს გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების ერთგული. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ძირითად დაინტერესებულ მხარეს, წევრ სახელმწიფოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას, მოახდინონ აგრესორი სახელმწიფოს შემდგომი იზოლაცია და არ განაახლონ დიალოგი, სანამ რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების მოკვლას და ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საერთაშორისო წესებსა და პრინციპებს“, - ნათქვამია განცხადებაში.