თეგებით ძიება
05. 09. 2024 მსოფლიო

კრემლისთვის ის ტრამპზე უკეთესი კანდიდატურაა მისი "გადამდები" სიცილის გამო - პუტინი კამალა ჰარისზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხუთშაბათს, 5 სექტემბერს, ამერიკის საარჩევნო პროცესზე კომენტარი გააკეთა და დაცინვით თქვა, რომ რუსეთს სურს კამალა ჰარისის გამარჯვება, რომ კრემლისთვის ის ტრამპზე უკეთესი კანდიდატურაა მისი "გადამდები" სიცილის გამო.

პუტინის ამ კომენტარამდე ერთი დღით ადრე, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსული მედიის რედაქტორები დაასანქცირა ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის.

იქამდე, ვიდრე ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უარს იტყოდა არჩევნებში მონაწილეობაზე, პუტინმა განაცხადა, რომ მას ბაიდენის გაპრეზიდენტება ერჩივნა და არა ტრამპის.

ამერიკის სადაზვერვო სამსახური თვლის, რომ მოსკოვს სინამდვილეში ტრამპის გამარჯვება სურს, რადგან ის ნაკლებადაა მომართული უკრაინის დასახმარებლად.

შეკითხვაზე, როგორ უყურებს ის არჩევნებს ახლა, პუტინმა თქვა, რომ ეს ამერიკელი ხალხის გასაკეთებელი არჩევანია.

თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ როგორც ბაიდენმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ჰარისისთვის მხარი დაეჭირა, "ჩვენც იმავეს გავაკეთებთ, მას მხარს დავუჭერთ".

პუტინი და მოდერატორი, ორივენი იღიმოდნენ, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა. ჰარისზე თავისი შეხედულებების შესახებ უფრო ფართოდ საუბრისას თქვა: "ის ისე გამომხატველად იცინის და ისე გადამდებად, რომ როგორც ჩანს, მისთვის ყველაფერი კარგადაა".

მან თქვა, რომ შესაძლოა ეს იმას ნიშნავდეს, რომ ის მომავალში თავს შეიკავებს რუსეთისთვის სანქციების დადებისგან.

ამერიკის ხმა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა