თეგებით ძიება
05. 09. 2024 მსოფლიო

შურისძიება დაღუპული ლეკვების გამო - ინდოეთში მგლებმა 10 ადამიანი მოკლეს და 50 დაასახიჩრეს

ინდოეთის შტატ უტარ პრადეშში მგლების გამოჩენის მიზეზი შესაძლოა შურისძიება იყოს - ამის შესახებ სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, სანჯაი პატაკმა India Today-თან ინტერვიუში განაცხადა.

აზიური მგლების ხროვა ბაჰრაიჩის მცხოვრებლებს გაზაფხულიდან მოყოლებული, შიშის ზარს სცემდა. მგლების თავდასხმები მარტში დაიწყო, მაგრამ ბოლო კვირებში ვითარება კატასტროფულად დაიძაბა. 17 ივლისის შემდეგ მგლებმა ათი ადამიანი მოკლეს და 50-ზე მეტი დაასახიჩრეს. ბოლო 50 წლის მანძილზე პირველად, უტარ პრადეშის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მგლების ადგილზე მოკვლის უფლება მისცა.

სანჯაი პატაკი ვარაუდობს, რომ მგლებმა მოკლული ლეკვებისთვის შური იძიეს. მისი თქმით, წლის დასაწყისში ადგილობრივმა მოსახლეობამ შაქრის ლერწმის მინდვრებიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მგლის ბუნაგი იპოვა, რომელიც მოგვიანებით ადიდებულმა მდინარემ დატბორა. სავარაუდოდ, მგლებმა ლეკვების დაღუპვაში ადამიანები დაადანაშაულეს და შურისძიება გადაწყვიტეს. 

სანჯაი  პატაკმა გაიხსენა, რომ მსგავსი ინციდენტი უტარ პრადეშში 1996 წელსაც მოხდა. ფერმერებმა იპოვეს და გაანადგურეს მგლის ბუნაგი, სადაც მგლის ლეკვები იმალბოდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ სოფელს მგლების ხროვა თავს დაესხა და რამდენიმე ადამიანი დაგლიჯა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა