“ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება” - დღეს ამინდი მკვეთრად გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ამინდი გაუარესდება.
"6 სექტემბრის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია განცხადებაში.