ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, გიორგი ჩალაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთი ქართველი გამოგვაკლდა. ყველასთვის უძვირფასესი, სიკეთის მატარებელი, ყველას გვერდში მდგომი ახალგაზრდა გიორგი ჩალაძე.
ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული, იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას. სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები...", - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.