თეგებით ძიება

კენიაში, სკოლაში გაჩენილ ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა - შემზარავი კადრები

ცენტრალურ კენიაში სკოლაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 17 მოსწავლე ემსხვერპლა. არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან 10-ზე მეტი ადამიანი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის სპიკერის რესილა ონიანგოს განცხადებით, Hillside Endarasha Primary-ში ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა უილიამ რუტომ ხანძარს "საშინელი" და დამანგრეველი უწოდა და გამოძიების ბრძანება გასცა.

"პასუხისმგებლები პასუხს აგებენ", - წერს ბ-ნი რუტო X პლატფორმაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა