თეგებით ძიება
06. 09. 2024 ვიდეო

"დღევანდელი დღე კარგია ქორწინებისთვის“ - 6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან (ვიდეო)

ასტროლოგი, ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 6 სექტემბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას მოსალოდნელი სიახლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„დღევანდელი დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, ხელშეკრულების გასაფორმებლად. ასევე კარგია დღევანდელი დღე ქორწინებისთვისაც და საქმიანი კავშირების დასაწყებად. 

დღეს არ არის რეკომენდებული ჭუჭყიანი, ბინძური საქმის შესრულება, მოგზაურობაში წასვლა. ასევე არ არის კარგი, ცხოველების სტერილიზაცია და კონსერვების მოხუფვა.

შოპინგისთვის კარგი დღეა, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ეცადეთ თავი შეიკავოთ ტექნიკის ყიდვისგან და  ონლაინ გამოწერისგან“, - ამბობს ხათუნა ნოელი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა