თეგებით ძიება
06. 09. 2024 სპორტი

ქართველმა პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა, პარალიმპიადა გამარჯვებით დაიწყო

პარიზის პარალიმპიადის მეოთხედფინალში იასპარეზა ქართველმა პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა (70 კგ, კატეგორია J2). მან ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ინა ქალდანი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანია.

ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ხუთი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა