თეგებით ძიება
06. 09. 2024 სპორტი

გიორგი ქალდანმა პარალიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

პარიზის პარალიმპიადის მეოთხედფინალში ქართველმა პარაძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა (73 კგ, კატეგორია J2) რუმინელი დანიელ ვარგოცკი დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ქალდანი ევროპის ორგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულია. ის პარალიმპიადაზე მეორედ ასპარეზობს.

ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ხუთი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა