თეგებით ძიება
06. 09. 2024 ვიდეო

რა საფრთხეები იმალება Temu-დან გამოწერილი ნივთების და ტანსაცმლის უკან - შოკისმომგვრელი კვლევა (ვიდეო)

ძვირად ღირებული ბრენდების ზუსტი იაფი ანალოგები, უფასო მიტანის სერვისი და მუდმივი ფასდაკლება. კომპანია "თემუმ" მსოფლიო ბაზარი სწრაფად დაიპყრო, თუმცა უკანასკნელი კვლევები ცხადყოფს, რომ აპლიკაცია უსაფრთხოების სტანდარტებს დიდ ყურადღებას სულაც არ აქცევს.

იაფი და ნაკლებ ხარისხიანი - რა საფრთხეები იმალება "თემუდან" გამოწერილი ნივთების უკან? - კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ დაბალიფასები შეიძლება მიუთითებდეს პოტენციურ ეთიკურ პრობლემებზე: რომითი ექსპლუატაციაზე, ყალბ საქონელსა და უხარისხო მასალებზე.

გარდა ამისა, ჩნდება კითხვა, რამდენად მდგრადია ეს ფასების მოდელი გრძელვადიან პერსპექტივაში?

2022 წელს შექმნილი აპლიკაცია სწრაფად ვითარდება და იზრდება.

ის სერიოზულ კონკურენციას უწევს ისეთ კომპანიებს როგორიცაა "ამაზონი" და "ალი ექსპრესი". ყოველთვიურად აპლიკაციას 167 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ცოტამ თუ იცის რომ "თემუდან" გამოწერილ ბიჟუტერიაში, ვერცხლის ყელსაბამში, დასაშვებზე ათჯერ მეტი რაოდენობის ტყვია იპოვეს

ფრთხილად იყავით ნებისმიერი სათამაშოს, ბოთლის, ჭიქის, საწოვარას, კვების მარაგის, მანქანის სავარძლების, აქსესუარების და საბავშვო ეტლების ყიდვისას მსგავსი ტიპის საიტებზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა