თეგებით ძიება
06. 09. 2024 მსოფლიო

Telegram-ი პირადი ჩატების მოდერაციას იწყებს

Telegram-ი გენერალური დირექტორის პაველ დუროვის დაკავების შემდეგ წესებს ცვლის და კერძო ჩატების მოდერაციის უფლებას იძლევა. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.

Telegram-მა მესინჯერის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით პოზიცია, მას შემდეგ რამდენიმე დღეში შეიცვალა, რაც კომპანიის გენერალური დირექტორი პაველ დუროვი საფრანგეთში დააკავეს, მესენჯერში კანონდამრღვევ კონტენტთან არასათანადო ბრძოლის გამო.

აპლიკაციამ გააფართოვა საკუთარი მოდერატორების მოქმედებების არეალი და ის მოიცავს კერძო ჩატებსაც. მომხმარებლებს შეეძლებათ პირად ჩატებში უკანონო კონტენტის მონიშვნა განსახილველად. არსებული ინფორმაციით, ადრე Telegram-ის ყველა ჩატი და ჯგუფური ჩატი პირადი იყო მათი მონაწილეებისთვის. Telegram არ ამუშავებდა მათთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

პლატფორმამ ასევე წარმოადგინა ელ.ფოსტის მისამართი წაშლის ავტომატური მოთხოვნებისთვის და სთავაზობს მომხმარებლებს დაამატონ ბმულები კონტენტზე, რომელიც მოითხოვს მოდერატორის ყურადღებას.

TechCrunch-ი წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება ეს ცვლილებები Telegram-ის შესაძლებლობებზე უპასუხოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებს და ექნება თუ არა საერთოდ გავლენა. კომპანია ადრეც თანამშრომლობდა სამართალდამცავებთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით მომხმარებელთა შესახებ გარკვეული ინფორმაციის მიწოდებით.

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში 25 აგვისტოს დააკავეს.

ოთხი დღის შემდეგ დუროვი გაათავისუფლეს სასამართლოს მეთვალყურეობით და ხუთი მილიონი ევრო გირაო დაუწესეს. გარდა ამისა, დუროვი ვალდებულია კვირაში ორჯერ გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში, მას ეკრძალება საფრანგეთის დატოვება.

დუროვმა, რომელიც რუსული წარმოშობისაა, ბიზნესმენმა დაახლოებით 10 წლის წინ დატოვა რუსეთი, 2021 წელს მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. ბოლო დროს კი ძირითადად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ცხოვროვრობდა, სადაც ტელეგრამის ოფისია განთავსებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა