თეგებით ძიება
07. 09. 2024 სპორტი

როგორ უნდა მოვიქცეთ სტადიონზე და რა ნივთების შეტანაა აკრძალული

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება. მატჩზე დასასწრებად, აუცილებელია გავეცნოთ სტადიონზე მოქცევის წესებს, რომელიც ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სტადიონზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები

სტადიონზე ქცევის წესების გაცნობა და აღიარება

სტადიონზე მოსული ყოველი მაყურებელი აღიარებს რომ გაეცნო და ეთანხმება სტადიონზე ქცევის წესებს (შემდგომში: სტადიონზე ქცევის წესები) და იღებს ვალდებულებას მათ შესრულებასა და დაცვაზე. სტადიონზე ქცევის წესები, უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით შესაძლებელია შეიცვალოს ან/და დაემატოს მითითებები. სტადიონის ადმინისტრაცია და ღონისძიების ორგანიზატორი უფლებას იტოვებს აწარმოოს ვიდეო ან ფოტო გადაღება გულშემატკივრის უსაფრთხოებისა და წესრიგის დამრღვევი პირების ამოცნობის მიზნით.

სტადიონზე შესვლის პროცედურა და ვალდებულებები

სტადიონზე მაყურებელი (განურჩევლად მისი ასაკისა) დაიშვება მხოლოდ შესაბამისი ბილეთის/მოსაწვევის ან აკრედიტაციის წარდგენის და სპეციალური შემოწმების გავლის შემთხვევაში.

მაყურებელი ვალდებულია გაეცნოს ბილეთზე/მოსაწვევზე და აკრედიტაციაზე დატანილ ინფორმაციას.

მაყურებელი სტადიონზე უნდა შევიდეს იმ შესასვლელიდან რომელი შესასვლელიც მითითებულია ბილეთზე/მოსაწვევზე ან/და რომელსაც მიუთითებს უფლებამოსილი პირი (სტიუარდი/განმკარგულებელი ან/და უსაფრთხოების თანამშრომელი) აკრედიტებული პირები სარგებლობენ მხოლოდ მათთვის გამოყოფილი შესასვლელით.

სტადიონზე ავტომანქანით შესვლის შემთხვევაში მაყურებელი ვალდებულია წარმოადგინოს როგორც ავტომანქანის საშვი ისე ბილეთი. ავტომანქანა ისევე როგორც მაყურებელი და მისი პირადი ნივთები ექვემდებარება შემოწმებას.

მაყურებელი და მისი პირადი ნივთები ექვემდებარება შემოწმებას სტადიონზე შესვლის წინ.

სტადიონზე შესასვლელად ბილეთი/მოსაწვევი ექვემდებარება როგორც ვიზუალურ ასევე ელექტრონულ შემოწმებას.

სტადიონზე ქცევის წესები მაყურებელთათვის

სტადიონზე აკრძალულია გულშემატკივრის ქცევა რაც საფრთხეს უქმნის მის ან/და სხვა პირთა ჯანმრთელობას/სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას.

მაყურებელი ვალდებულია დაემორჩილოს სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანამშრომლის მოთხოვნა/მითითებას.

მაყურებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სტიუარდს/განმკარგულებელს ნებისმიერი საეჭვო ქცევის ან საგნის შემჩნევის შემთხვევაში.

ყველა მაყურებელმა უნდა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

მაყურებელს ეკრძალება გამოყენებული ბილეთის გადაცემა სხვა პირზე.

სტადიონზე იკრძალება კიბეებზე და საევაკუაციო გასასვლელებში დგომა (გაჩერება)

სტადიონზე იკრძალება სექტორში ფეხზე დგომა და ხილვადობის შემცირება სხვა მაყურებლისთვის.

იკრძალება სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანება, სტადიონის ტერიტორიაზე რაიმე სახის ნახატის ან ბანერის, რეკლამის გაკვრა წინასწარი შეთანხმების და ნებართვის გარეშე.

აკრძალულია სტადიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების აღჭურვილობის არამიზნობრივად გამოყენება და მათი დაზიანება.

იკრძალება სტადიონის ტერიტორიის ღობეებზე აძრომა.

იკრძალება ნებისმიერი საგნის,ნივთის სროლა მოედანზე ან/და სტადიონის ტერიტორიაზე.

სასტიკად აკრძალულია მაყურებლის შეჭრა სათამაშო მოედანზე.

იკრძალება ყველანაირი ხმამაღალი ხმის გამომცემი ნივთის გამოყენება რომელიც ხელს შეუშლის მატჩის მსვლელობას.

აკრძალულია აკრედიტებულ ზონებში გადაადგილება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე.

აკრძალულია ნებისმიერი სახის ექსტრემისტული, შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული მასალის (მათ შორის დროშები, ტანსაცმელი, ბანერები, აქსესუარები, ბუკლეტები და სხვა) ნაცისტური სიმბოლოს ან/და საგნის გამოყენება რომელიც მიმართულია ქვეყნის, პიროვნების, ჯგუფის, კანის ფერის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი წარმომავლობის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მიზეზით დისკრიმინაციისაკენ.

აკრძალულია აგრესიული ქცევა, შეურაცხყოფა ღონისძიებაში ჩართული ნებისმიერი პირის მიმართ.

სტადიონის ტერიტორიაზე აკრძალულია ყველანაირი ნიღბის ტარება ან სახის იმგვარი დაფარვა, რომელიც ხელს შეუშლის ადამიანის იდენტიფიცირებას. გამონაკლისია მხოლოდ ისეთის სამოსის ტარება, რომელიც ამა თუ იმ პირთა კულტურის/რელიგიის ნაწილია.

სტადიონზე იკრძალება არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა

სტადიონზე ნებადართულია მოწევა მხოლოდ მოსაწევად გამოყოფილ ადგილებში.

იკრძალება სტადიონის დანაგვიანება.

აკრძალულია სტადიონის ტერიტორიაზე ყველანაირი დრონის გამოყენება სპეციალური ნებართვის გარეშე.

აკრძალულია სტადიონის ტერიტორიაზე (გარდა სპეციალურად მედიისთვის გამოყოფილი ადგილებისა) პროფესიული ვიდეო ან ფოტო გადაღება შესაბამისი ნებართვის გარეშე

სტადიონის ტერიტორიაზე აკრძალულია ყველანაირი კომერციული აქტივობის და გაყიდვების წარმოება შესაბამის ნებართვის გარეშე.

ყველა სხვა ქცევა რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით საზოგადოების მასობრივი თავშეყრის ადგილებში.

სტადიონის ტერიტორიაზე შესატანი აკრძალული ნივთების ნუსხა

ყველანაირი ასაფეთქებლები, დეტონატორები ან ნებისმიერი ნივთი რაც შეიცავს მათ.ყველანაირი ცივი იარაღი და ბასრი საგანი რაც შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც ცივი იარაღიადვილად აალებადი ნივთები, დიდი რაოდენობის ქაღალდიყველანაირი სახის პიროტექნიკამუსიკალური და ჩასაბერი ინსტრუმენტები შესაბამისი ნებართვის გარეშელაზერული სანათებიყველანაირი მოსახატი საშუალებებისაკვები და სასმელიშუშის კონტეინერები/ბოთლები, თუნუქის ქილები, თერმოსები.ნარკოტიკული ან ტოქსიკური პრეპარატებისამედიცინო მედიკამენტების დიდი რაოდენობადიდი რაოდენობით ფხვიერი მასალათხევადი სითხის კონტეინერები რომლის მოცულობაც აღემატება 100მლ.გასაშლელი სკამები.შინაური ცხოველები, გარდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დამხმარე ცხოველებისა.პროფესიონალური ვიდეო და ფოტო აპარატი შესაბამისი ნებართვის გარეშე.ყველა სახის მყარი საგანი რომელიც აღემატება 75სმსპორტული ინვენტარი (ბურთი, გორგოლაჭებიანი დაფა, გორგოლაჭები)მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობები შესაბამისი ნებართვის გარეშე.დროშის ტარი დაშვებულია მხოლოდ პლასტიკური და ძნელად აალებადი რომელთა სიგრძეც არ აღემატება 1მ.დიდი ზომის ჩანთებიყველანაირი ნაცისტური სიმბოლო ან/და ნივთი რაც მიმართულია ქვეყნის, პიროვნების, ჯგუფის, კანის ფერის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების წარმოშობის ქონებრივი და წოდებრივი წარმომავლობის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების ასაკის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მიზეზით დისკრიმინაციისაკენ ან/და შეურაცხყოფისაკენ.ყველა სხვა ნივთი რაც აკრძალული ნივთების მსგავსია ან/და თვითნაკეთია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა