თეგებით ძიება
07. 09. 2024 სპორტი

რევაზ ჩიკოიძემ ნახევარფინალშიც იპონით გაიმარჯვა და პარალიმპიური მედალი გაინაღდა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ ​(+90 კგ – J2) ნახევარფინალში ყაზახ შუკურბეკოვს იპონით სძლია და ტურნირის ფინალში გავიდა – ოქროს მედლისთვის ქარველის მეტოქე თურქი ბოლუკბასი იქნება.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი მეორე ქართველი პარასპორტსმენი ლაშა ყიზილაშვილი (-90 – J2) მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა