ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველმა პრიზიორებმა მოპოვებული მედლები ქართველ გულშემატკივარებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წარუდგენეს
პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველმა პრიზიორებმა მოპოვებული მედლები ქართველ გულშემატკივარებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წარუდგინეს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ მართავს.
პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში.
პარალიმპიადაზე კი ქართველი პარალიმპიელების ანგარიშზე, ხუთ სახეობაში ასპარეზობის შედეგად, ამ ეტაპზე 7 მედალია - 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს. პარიზის თამაშებზე 6 სახეობაში 14 პარასპორტსმენი ასპარეზობს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.