ქორწინების ოქროს ბეჭედი ისევ გაძვირდა
ქორწინების 958 სინჯიანმა ოქროს ბეჭედმა გაძვირება აგვისტოშიც განაგრძო, თუმცა ივლისთან შედარებით ფასის ზრდა შედარებით მცირე იყო. კერძოდ, საქსტატის მონაცემების თანახმად, აგვისტოში თვიურად ოქროს ბეჭედი 0.04%-ით გაძვირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფასი გაზრდილია წლიურადაც. უფრო კონკრეტულად, აგვისტოში ოქროს ბეჭდის ფასის წლიურმა ზრდამ 21.81% შეადგინა.
რაც შეეხება გლობალურ ბაზრებს, თბილისის დროით 10:50 საათზე, ოქროს ფასმა უნციაზე 2 497 დოლარი შეადგინა. მსოფლიო ბაზრებზე ფასი ბოლო ერთ თვეში 3.82%-ით, ხოლო ბოლო ერთ წელში 31.11%-ით არის გაზრდილი.
ბიზნესპრესნიუსი