რა ინფორმაციას ავრცელებს პოლონეთის ძალოვანი უწყება გიორგი გამსახურდიას შესახებ?
ქალაქ პოზნანის სავოევოდო პოლიციის კომენდატურამ დააკავა ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი 4 ადამიანი. მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პოლიციის კომენდატურა 2023 წლის დეკემბრიდან იძიებდა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტებს.
გამოძიების მსვლელობისას პოზნანის პოლიციას დიდი დახმარება აღმოუჩინა პოლიციის ატაშემ, პოლკოვნიკმა გიორგი გამსახურდიამ, რომელმაც შეაგროვა ბევრი ფასეული ინფორმაცია და გადასცა პოზნანის კრიმინალურ პოლიციას.
ინფორმაციას პოლონეთის ძალოვანი უწყება ავრცელებს.