ტყუპები აივნიდან ყვიროდნენ გვიშველეთ, ცეცხლი გვეკიდებაო... - რას ამბობს ზუგდიდში, ხანძრის შედეგად დაღუპული ტყუპების დედა
ზუგდიდის ტრაგედიამ 3 კვირის წინ მთელი საქართველო შეძრა. სოციალურად დაუცველ ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება გადაუხდელობის გამო ჰქონდა შეწყვეტილი. რის გამოც სახლში მარტო მყოფ ოთხ ბავშვს სანთელი ენთო, რამაც ბინაში ცეცხლი გააჩინა. ტყუპების უფროსმა და-ძმამ ხანძარს თავი დააღწია და ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოსვლა მოასწრო; დავალიანება კი ტრაგიკული ოჯახის ყველაზე პატარა წევრებისთვის - 6 წლის ტყუპი ძმებისთვის აღმოჩნდა. "ისიც გავიგე, რომ ტყუპები აივნიდან ყვიროდნენო, გვიშველეთ, ცეცხლი გვეკიდებაო, მაგრამ არავინ არ გამოჩნდა იმის გმირი, რომ გადაერჩინა ჩემი შვილები...რა გახდა ერთი ჭიქა წყალი, ვერ გადაასხეს ბავშვებს, რომ არ დამწვარიყვნენ? - ამბობს ტყუპების დედა ქრისტინე ბაიაძე "შაბათის მთავართან".