თეგებით ძიება

ეს კომენტარი მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა - ჯეიმს ო'ბრაიენი

ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად. ეს გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქცისთან საუბრობს.

ო'ბრაიენი განმარტავს, რომ ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას აქვს [მასთან] კონკურენციის უფლება.

„ეს არ ჟღერს, როგორც დემოკრატია. ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას აქვს [მასთან] კონკურენციის უფლება. ეს მოქალაქეების გადასაწყვეტია, რომელი პარტიები მიიღებენ პარლამენტში მანდატებს იმ სამართლიანი წესების მიხედვით, რომლებიც წინასწარვე გასაგებია. ასე რომ, დიახ, ვფიქრობ, ეს ძალიან გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა“,- აღნიშნავს 'ბრაიენი.

მისივე თქმით, "ოცნება" რეალობას არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ყველაფერი რიგზეა მაშინ, როცა ეს ასე ნამდვილად არ არის.

„ისინი უარყოფენ რეალობას, არ აღიარებენ მას. “ქართული ოცნება” ცდილობს უთხრას ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეებს, რომ ყველაფერი რიგზეა. არა, ყველაფერი რიგზე არაა“, - აღნიშნავს ო'ბრაიენი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა