უკრაინაზე შეტევის დროს, რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე შეფრინდა
8 სექტემბერს ღამით უკრაინაზე რუსების შეტევის დროს რუსულმა დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეფრინდა. ამის შესახებ, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
შესაძლო საჰაერო საფრთხის შესახებ გაფრთხილების შემდეგ, რუმინეთის საჰაერო ძალებმა „საჰაერო სიტუაციის მონიტორინგისთვის“ ჰაერში ორი F-16 გამანადგურებელი აუშვა.
რუმინული მხარე ვარაუდობს, რომ დრონი შეიძლება ჩამოვარდნილიყო ტულჩეას ოლქის სოფელ პერიპრავას მახლობლად უკაცრიელ ადგილზე, სადაც ამჟამად სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.