ყველა ქართველმა უნდა გაიაზროს რა ურჩევნია ‘’ქართული ოცნების ’’ რუსული ჭაობი თუ ევროპული , საერთაშორისო მეგობრობის წევრობა - გეგელია
"ყველა ქართველმა უნდა გაიაზროს რა ურჩევნია, ''ოცნების'' რუსული ჭაობი თუ ევროპული საერთაშორისო მეგობრობის წევრობა" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ობრაინის მწვავე გზავნილების შეფასებისას ისაუბრა.
მისი თქმით, ''ქართული ოცნების'' ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროპული კავშირის წევრი, სწორედ ამას ამბობენ საერთაშორისო პარტნიორებიც.
მე ვფიქრობ ყველასთვის ცხადია, რომ ‘’ ქართული ოცნების’’, ხელისუფლება არის სრულად აცდენილი, როგორც ქართულ ეროვნულ რეალობას, ასევე საერთაშორისო რეალობას. რის შედეგადაც, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ შესაძლებლობებს, ევროპულ ინტეგრაციასა ყველა იმ მიღწევას,რაც ჩვენ ათწლედის განმავლობაში მოვიპოვეთ. ''ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროპული კავშირის წევრი, ამას ამბობს ევროპული კავშირი. შესაბამისად, ახლა ყველა ქართველმა უნდა გაიაზროს რა ურჩევნია ‘’ქართული ოცნების ’’ რუსული ჭაობი თუ ევროპული , საერთაშორისო მეგობრობის წევრობა რეალური მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარების შანსი'',- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.