არ შეიძლება პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური აქტივობა საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს - ნიკოლოზ სამხარაძე
ნაძარცვი ფულით ქართულ პოლიტიკაში ჩარევა, - ასე აფასებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას.
სამხარაძის განცხადებით, ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითური გზით დაუფლებული ფულით და დონორების გრანტებით საქართველოში ოპოზიციური პარტიები, ტელევიზიები და რადიკალური ენჯეოები ფინანსდება. სამხარაძემ უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური აქტივობების გამო, ქართული კანონმდებლობის დარღვევაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან მარტივად ხდება საქართველოში ოპოზიციის აქტივობების დაფინანსება. პირველი გზა კეზერაშვილის მიერ პარტიების, ტელევიზიების და როგორც მან აღიარა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა. კეზერაშვილის შემთხვევაში ყველაფერი ნათელია - ეს არის ნაძარცვი ფული, ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითური გზით დაუფლებული ფული. ესეც თავისთავად საქართველოს კანონის დარღვევაა, რადგან არ შეიძლება საქართველოში პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური აქტივობა საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს, ეს კანონით არის აკრძალული“, - აღნიშნა სამხარაძემ.
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.