რვეული იპოვეს, სადაც ვალების სია ჰქონდა ჩამოწერილი - მარნეულში ავტომობილის ხელოსანი ფულის გამო მოკლეს?
მარნეულის სოფელ აზიზქენდში გაურკვეველ ვითარებაში გარადაცვლილი ავტომობილების ხელოსანის, ავთანდილ ახმედოვის ოჯახის წევრები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
დაღუპულის ახლობლებმა 55 წლამდე კაცის სახლში ჩანაწერების რვეული იპოვეს. მათივე მტკიცებით, ირკვევა, რომ თანასოფლელეებს ავთანდილ ახმედოვის ვალი ჰქონდათ, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ კაცს, შესაძლოა, ფულის გამო გაუსსწორდნენ.
ნათესავებმა მის სახლში რვეული იპოვეს, სადაც ვალების სია ჰქონდა ჩამოწერილი. ყველა მოვალე მისი თანასოფლელია. ამ ყველაფერს ვარკვევთ და ჩვენც გვიჩნდება ვერსია, რომ ვიღაცას ვალის დაბრუნებას სთხოვდა. ეს ადამიანი მარტო ცხოვრობდა, მუშაობდა ავტომობილების ხელოსნად, შესაბამისად ჰქონდა დანაზოგი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ამნეზია აწუხებდა, ამიტომ იწერდა რვეულში ყველაფერს"- აცხადებს გარდაცვლილის ახლობლები.
ავთანდილ ახმედოვის ახლობლების მტკიცებით, სოფელ აზიზქენდში ნაპოვნ ცხედარს ხელები მოჭრილი აქვს.
ირკვევა, რომ გარდაცვლილი ავტომობილის ხელოსანი იყო და სახლში მარტო ცხოვრობდა. მისი კვალი 3 დღის წინ იკარგება. ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცი სახლში სავარაუდოდ ფულს ინახავდა.
ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ კაცი ნაწამებია.