გულშემატკივარს მადლობას ვუხდი. ეს მედალი სრულიად საქართველოს ეძღვნება - პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე
პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ პარიზის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი სრულიად საქართველოს მიუძღვნა.
„საბრძოლო განწყობა იყო, მაგრამ ფინალი დავთმე, რაც ყველაზე ცუდია, მაგრამ ეგ არაფერი. არაუშავს, სპორტია. გულშემატკივარს მადლობას ვუხდი. ეს მედალი სრულიად საქართველოს ეძღვნება“, - აღნიშნა ჩიკოიძემ.
ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონია. მან ფინალი თურქ იბრაჰიმ ბოლუკბასისთან დათმო და საქართველოს მიმდინარე პარალიმპიადაზე მეოთხე ვერცხლის მედალი მოუტანა.