"კვარამ" მეკარეს ჰიპნოზი გაუკეთა - რას წერს იტალიური გამოცემა კვარაცხელიაზე?
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.
32-ე წუთზე კრეიჩმა "კვარა" საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა.
ხვიჩას დარტყმულ პენალტს იტალიური გამოცემა Calcionapoli24 გამოეხმაურა.
"კვარამ" მეკარეს ჰიპნოზი გაუკეთა, კოვარი რამდენიმე წამით თითქოს გაშეშდა", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს 10 სექტემბერს, სტუმრად, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.