ტრამპს სურს აშშ-ის კონსტიტუციის შეცვლა, რათა კამალა ჰარისს იმპიჩმენტი გამოუცხადონ - „პოლიტიკო"
რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი მხარს უჭერს აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების ცვლილებას, რათა კონგრესს საშუალება ჰქონდეს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გამოუცხადოს იმპიჩმენტი „ჯო ბაიდენის უუნარობის დაფარვისთვის". ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო" წერს.
როგორც მედია წერს, ვისკონსინის შტატის ქალაქ მოსინიში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას, ტრამპმა დაადანაშაულა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და დემოკრატები ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი გონებრივი შესაძლებლობების დაფარვაში.
„თქვენ თუ ამას აკეთებთ, ეს არის საფუძველი დაუყოვნებლივი იმპიჩმენტისა და თანამდებობიდან გადაყენებისთვის", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.