ლატვიაში რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, მიმდინარეობს გამოძიება - ედგარს რინკევიჩი
ლატვიის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო დრონი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„გუშინ აღმოსავლეთ ლატვიაში რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მიმდინარეობს გამოძიება. მჭიდრო კონტაქტში ვართ ჩვენს მოკავშირეებთან", - დაწერა მან და აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტების რიცხვი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე იზრდება.
მედია ლატვიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნამსხვრევები რეზეკნეს რაიონში აღმოაჩინეს.
ამასთან, ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსის მხრიდან შევიდა