საქართველოს ნაკრები ტირანაში ჩაფრინდა
დღეს დილით საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისის საერთასორისო აეროპორტიდან გაემგზავრა და ტირანაში ჩაფრინდა, სადაც ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ალბანეთის ნაკრებთან გამართავს.
„ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყეს. თბილისში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ვილი სანიოლის გუნდმა 4:1 მოიგო.
ერთა ლიგის მეორე ტურის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ტირანაში 10 სექტემბერს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. თამაშის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.