თეგებით ძიება

სასამართლომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე, "სამართლიანი არჩევნების" სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი, დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე ამერიკაში, იტალიასა და ესპანეთში არ დააკმაყოფილა. 

უფრო კონკრეტულად, საუბარია საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის რამდენიმე ქალაქში საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნაზე. სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შუამდგომლობა გაითვალისწინა და სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.

''სამართლიანი არჩევნების'' იურისტის თათია ქინქლაძის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა.  მისი თქმით, გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებენ. 

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა წარმოება. ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არის წარმოუდგენელი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის არგუმენტიც ის იყო, რომ მათ  არ აქვთ დრო საარჩევნო უბნების შესაქმნელად, მაგრამ ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია.

საარჩევნო უბნები უცხოეთში იქმნება 30 დღეში და ჩვენ ამ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გვითხრა ცენტრალური  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უარი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა  ემსჯელა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, უნდა ჩატარებულიყო სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, რაც ამ პროცესში დაირღვა და ცხადია, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და ჩვენ ვაპირებთ შემდეგ, გამოვიყენოთ სამართლებრივი მექანიზმები, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გავაგრძელოთ დავა, იმასთან დაკავშირებით რომ შეიქმნას საარჩევნო უბნები და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში'', - განაცხადა თათია ქინქლაძემ.

''სამართლიანი არჩევნები'' ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევას აპროტესტებს. ორგანიზაციის იურისტები სასამართლოში ითხოვდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მოწვევასაც, რომელმაც უნდა განემარტა რატომ არ ხსნიან ახალ საარჩევნოო უბნებს ამერიკაში და ევროპის იმ ქალაქებში სადაც 50-ზე  მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა