არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ვინმეს უსმენს - თამარ კორძაია
არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ვინმეს უსმენს, - ასე შეაფასა “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებები.
„არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ვინმეს უსმენს, ეს დაადასტურა კიდეც გუშინ შალვა პაპუაშვილმა თავისი კომენტარებით გერმანელ კოლეგებთან შეხვედრასთან დაკავშირებით. მათ დასავლეთის მოსაზრებები არ აინტერესებთ. ეს არ არის დემოკრატიული გზა, ეს არის ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ცალსახა გზა“,- განაცხადა კორძაიამ.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, რა გზას ირჩევენ, უნდათ კეთილდღეობით ევროპაში ყოფნა თუ სიღატაკით იზოლაციაში.
„მიგვაჩნია, რომ ოპოზიციის გზა მიდის კეთილდღეობით ევროპაში და ქართული ოცნების“ გზა მიდის იზოლაციასა და სიღატაკისკენ“,-განაცხადა კორძაიამ.