ქუჩები, სადაც 9 სექტემბერს შუქი მთელი დღით ჩაქრება
თბილისში 9 სექტემბერს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების და ბარნოვის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 17:00 საათიდან 17:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმიs I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, თინათინის, ტარიელის, ავთანდილის, პეტრიწის, პეტრე იბერის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ლიბანის, მოძვის, დავით სარაჯიშვილის, მორის ფოცხიშვილის, მიხაკო წერეთელის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, კრუპსკაიას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, რიონის და კუიბიშევის ქუჩების მოსახლეობას.