თეგებით ძიება

აშშ სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა ჩაინიშნა

~ამერიკის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა ჩაინიშნა. საგარეო კომიტეტი საქართველოში არსებულ კრიზისზე ხუთშაბათს დილის 09:30 საათზე იმსჯელებს. სხდომას საქართველოდან სამოქალაქო სექტორი დაესწრება.

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ურჩევს, ხალხის ნება გაითვალისწინოს, რომელსაც მოქალაქეები 26 ოქტომბრეს დააფიქსირებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის არაფორმალურ მმართველზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდება.

ივანიშვილისთვის აჯობებს, მიიღოს ქართველი ხალხის ნება, რომელიც გამოიხატება 26 ოქტომბერს და აუცილებლად ეს დასრულდება იმით, რომ რუსულ რეჟიმს დასიღატაკეს, რომელიც რუსულმა რეჟიმმა მოიტანა ამ ქვეყანაში, ქართველი ხალხი ეტყვის უარს. თუ ივანიშვილი განაცხადებს უარს, ქართველი ხალხის ნებას დაემორჩილოს, დარწმუნებული ვარ, რომ მასზე განხორციელდება უპრეცედენტო ზეწოლა და ძალიან გაურთულდება ცხოვრება მას და მის ოჯახს და არ მგონია, რომ ივანიშვილი ამისთვის მზად იყოს, - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ამის პარალელურად, ჰელსინკის კომისიამ დაანონსა, რომ საქართველოს "მეგობარ აქტს" უახლოეს მომავალში მიიღებენ. ეს კი "ქართული ოცნებისთვის" დამატებითი სანქციების დაწესებას და ახალ შეზღუდვებს ნიშნავს.

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის"  ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე დარწმუნებულია, რომ სტრატეგიული პარტნიორები ივანიშვილის ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებს მაქსიმალურად შეზღუდავენ. მისი თქმით, ივანიშილის ხელისუფლებას ბევრი "სიურპრიზი" ელის. 

გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მალე შედგება „მეგობარი აქტის“ განხილვა, მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომ ერთის მხრივ ის ანტოდემოკრატიული ქმდებები, რომელსაც ადგილი აქვს ბიძინა ივანიშვილის ბანდიტური ხელისუფლების მხრიდან, მაქსიმალურად შეიზღუდოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას ექნება ძალიან ბევრი „სიურპრიზი“, მათ შორის საუბარია, დიდი ალბათობით, მისი და მისი გარემოცვის სანქცირებაზე და მეორეს მხრივ, დარწმუნებული ვარ, იქნება კიდევ ერთი მორიგი უპირობო მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა