თეგებით ძიება

ზუგდიდში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ბაბუა 9 წლის მოზარდზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.  მედიის ცნობით, კაცი სარგებლობდა იმით, რომ ბავშვის მშობლები დღის განმავლობაში მუშაობდნენ და შვილიშვილი მასთან რჩებოდა.

მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რომელმაც გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და ბაბუის მიერ  შვილიშვილზე მორიგი ძალადობის მცდელობისას პოლიციას გამოუძახა. 

ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. 9 წლის მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზები უტარდება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

საქმეზე გამოძიება 141-ე პრიმა მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151-ე მუხლით (მუქარა) არის დაწყებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა