თეგებით ძიება

ჩვენ გარანტირებულად გვექნება 14 მილიარდიანი დახმარება და უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან - თამარ კორძაია

მოქალაქეებს დავურიგეთ ჩვენი ბროშურები-საქართველოსა და ევროკავშირის პასპორტები ერთდროულად, სადაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად გვიწერია, რომ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" არჩევით, ჩვენ გარანტირებულად გვექნება 14 მილიარდიანი დახმარება და უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან",- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს.

„ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებთან უშუალო კავშირს. დღეს ჩვენ თბილისში, მოქალაქეებს დავურიგეთ ჩვენი ბროშურები-საქართველოსა და ევროკავშირის პასპორტები ერთდროულად, სადაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად გვიწერია, რომ ოპოზიციის და კონკრეტულად, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" არჩევით, ჩვენ გარანტირებულად გვექნება 14 მილიარდიანი დახმარება, უვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ და რეალურად გვქონდეს ევროკავშირის პასპორტი", - განაცხადა თამარ კორძაიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა