თეგებით ძიება

ეძგვერაძე ცდილობდა პოლიციელებისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეეშალა -შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, უწყება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირაკლი ეძგვერაძეს სასამართლოში ადმინისტრაციული წესით - პოლიციის მიმართ შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობას ედავება.

მისივე თქმით, ეძგვერაძე შს სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან შესაძლოა არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, რაზეც გამოძიება დაწყებულია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

“მომხდარის თაობაზე შს სამინისტრომ განცხადება გააკეთა. როგორც საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, გლდანში, კონკრეტული ნარკოდანაშაულის გამოვლენისა და მასზე რეაგირების ფაქტზე საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ტარდებოდა. ეძგვერაძე ცდილობდა პოლიციელებისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეეშალა. ჩვენი არაერთი მოწოდების მიუხედავად, მან მსგავსი ქმედება არ შეწყვიტა.

ჩვენ ის ადმინისტრაციული წესით დავაკავეთ. სასამართლოში განხილვები მიმდინარეობს. პირველი პროცესი ჩატარდა, სადაც ჩვენ შესაბამისი მტკიცებულებები წარვადგინეთ. იყვნენ მოწმეები, ვინც აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ. ველით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს დარახველიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა