მოქალაქე, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 1000 ლარით დააჯარიმეს
მოქალაქე ლექსო სამხარაძე, რომელმაც 28 მაისს, "ქართული ოცნების" წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ საპროტესტო სიტყვები გამოიყენა, მანქანაში მჯდარ დეპუტატს "მონა" უწოდა და სკანდირებდა "არა რუსულ რეჟიმს", "გაიქეცით, გაიქეცით, ვირთხებო", თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას „მთავარი არხის“ ვებ-ვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სამხარაძის ამ შეძახილების შემდეგ ვიქტორ წილოსანი მანქანიდან გადმოვიდა, მას გაეკიდა, გზად შემხვედრი სასურსათო მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო, ესროლა და აგინა.
საქალაქო სასამართლო აცხადებს, რომ ლექსო სამხარაძემ დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი - საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.