თეგებით ძიება

"ოცნების" შტაბში და ბიძინას გონებრივ ცენტრში ხომ ასე პრიმიტიულად აზროვნებენ, რა ვქნათ და მოდი ფული მივცეთ და ასე დავექვემდებაროთ - გუბაზ სანიკიძე

გუზაბ სანიკიძე "საჯარო პოლიტიკის" ეთერში პრემიერის გადაწყვეტილებას, შეიქმნას ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდი პრიმიტიულ განცხადებად აფასებს.

აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო სექტორს არ შეეშინდა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რაც მათთან არის გაფეტიშებული და გაბატონებული, მოდი ფული მივცეთ. "ოცნების" შტაბში და ბიძინას გონებრივ ცენტრში ხომ ასე პრიმიტიულად აზროვნებენ. რა ვქნათ, რა ვქნათ და მოდი ფული მივცეთ და ასე დავექვემდებაროთ. ელოდებიან, რომ ხვალიდან ჯოგად მიცვივდება არასამთავრობო სექტორი. ის ყველაზე კარგია, მომეხმარეთ, რომ კორუფციას ვებრძოლოო. აკი კორუფცია არ გვაქვსო. ბრიყვის მთავარი თვისებაა, რომ ბრიყვმა არ იცის, რომ ბრიყვია. ბრიყვს საკუთარი თავი ბრიყვი არასდროს ჰქგონია. სახაზე გვაქვს კოლექტიური სიბრიყვე. ბიძინას მოგონილი ტრიუკებია, რა თქმა უნდა, ბიძინას მოგონილი იქნება, აბა კობახიძე რისი მიმცემია", - ამბობს გუბაზ სანიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა