აუტანლად სწერვა და გამაღიზიანებელი ქალია, მაგრამ კარგი მენეჯერული ნიჭი აქვს - დომენიკ მანგო წულუკიანზე
ვისურვებდი სხვა მთავრობებშიც, არ არის ეს ადამიანი დასაკარგი - ბლოგერი დომენიკ მანგო კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
აუცილებლად უნდა აღინიშნოს თეა წულუკიანის პოზიტიური ეფექტი სპორტის განვითარების საკითხში. რამდენად ოპოზიციურადაც არ უნდა ვიყოთ განწყობილი, ფაქტია და ცხადად ჩანს ის ეფექტი, რაც სპორტის სფეროში განხორციელებულმა ცვლილებებმა მოიტანა. ერთმანეთის მიყოლებით ვხედავთ წარმატებებს ამ სფეროში. მგონი აქამდე არც ქონია საქართველოს ასეთი თანმიმდევრული გამარჯვებები სპორტის ყველა მიმართულებით.
კი, აუტანლად სწერვა და გამაღიზიანებელი ქალია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ კარგი მენეჯერული ნიჭი აქვს და არც განათლებით მოიკოჭლებს. წულუკიანს ვისურვებდი სხვა მთავრობებშიც, არ არის ეს ადამიანი დასაკარგი. იმედი მაქვს ბიძინას არ ჩაყვება, მჯერა ეყოფა მოხერხება ამისთვის - წერს დომენიკ მანგო.