თეგებით ძიება

"მესმის, რომ დედის მხარის მიმართ ინტერესი დიდია..." - თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მორიგ მიმართვას ავრცელებს და პასუხობს იმ ხშირად დასმულ კითხვებს, რომელიც ძირითადად, დედას ეხება.

"მესმის, რომ დედის მხარის მიმართ ინტერესი დიდია... მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ უმეტესობა საქართველოში არ ცხოვრობს, მათი ფოტოები რომ დავდო და ვისაუბრო, ასე არ გამოვა. მე პირადად, მირჩევნია და მათაც, როცა შევხვდები, რიგრიგობით გაგაცნოთ. ჯერ აქეთა მხარე ამოწურული არ მაქვს. ესენიც არანაკლებ ულამაზესები არიან... ამიტომაც, მათ შესახებ ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით, როცა ჩვენ წავალთ იმ ქალაქში, სადაც ისინი ერთად არიან.

ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ხალხი რომ წერს, დედა გამოაჩინეო. 100-ჯერ დავწერე, რომ საქართველოში არ არის და ვერ გამოვაჩენ. ფოტო დავდო და დავაწერო, რომ ეს არის დედა?! ეს თქვენთვის რისი მომცემი იქნება?! ჩემი აზრით ჯობს, როცა პირადად ვნახავ, ჭეშმარიტი ემოციების გაცვლა როცა მოხდება ჩვენს შორის, თქვენთვის ეს უფრო საინტერესო იქნება.“ - ამბობს მუსერიძე.

შეგახსენებთ, რომ მუსერიძემ რვაწლიანი ძებნის შემდეგ მამა იპოვა. მისი ბიოლოგიური მამა ზუგდიდში მცხოვრები ქორეოგრაფი გურგენ ხორავა აღმოჩნდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა