ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო
ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკომისია და სომხეთის მთავრობა მჭიდროდ ითანამშრომლებენ და იმუშავებენ დიალოგის ეფექტურად წარმართვისთვის.
"დიალოგი გააგრძელებს მიმდინარე ძალისხმევას სომხეთის ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რომლებიც გადამწყვეტია ბლოკთან უვიზო მიმოსვლისთვის, როგორიცაა დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრებისა და მიგრაციის მენეჯმენტი, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა.
პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული, გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება და უვიზო მიმოსვლაზე ავტომატური გადასვლა არ მოხდება. ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა კრიტერიუმი სრულად უნდა შესრულდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.