თეგებით ძიება

მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბულ ბრძოლას ველი - ლუკა ლოჩოშვილი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში ალბანეთის ნაკრებთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"დაძაბულ ბრძოლას ველი. ალბანეთი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია. მეტოქე შევისწავლეთ და ვეცდებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩეხეთთან თამაშს დადებითად შევაფასებდი. კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ბევრი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში შევხვდით ერთა ლიგას. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და დადებითი შედეგით დავასრულებთ ამ შეკრებას“, - აცხადებს ლოჩოშვილი.

შეგახსენებთ, ალბანეთისა და საქართველოს მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა