Apple-ს და Google-ს ევროპულმა სასამართლომ მრავალმილიარდიანი ჯარიმა დააკისრა
ამერიკული კონცერნები, Apple და Google სასამართლო დავაში საბოლოოდ დამარცხდნენ. ევროპულმა სასამართლომ ლუქსემბურგში ევროკომისიის სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანიებს მრავალმილიარდიანი ჯარიმები დააკისრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ევროკომისიის სარჩელი კომპანია Apple-სთვის ირლანდიის მიერ საგადასახადო შეღავათების დაწესებას ეხებოდა. ევროკომისია ეს სამართლიანი კონკურენციის წესების დარღვევად ჩათვალა. 2016 წელს Apple-ს 13 მლრდ. ევროს ჯარიმის გადახდა მოსთხოვეს.
რაც შეეხება Google-ს, ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ კონცერნმა 2,4 მლრდ ევროს ჯარიმა უნდა გადაიხადოს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ამერიკულმა ინტერნეტ-გიგანტმა საკუთარ სერვისს უსამართლო უპირატესობები მიანიჭა და ამით ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა. მაგ. გარკვეული სერვისის მოძიებისას, Google-ის პროდუქტები პირველ ადგილზე იყო და მას არა მარტო ტექსტი, არამედ ფოტოებიც თან ახლდა, ხოლო ალტერნატიული სერვისების პროდუქტები უფრო ქვედა პოზიციაზე იძებნებოდა. ამის გამო მომხმარებელი Google-ის სერვისებს უფრო ხშირად ათვალიერებს.
ბოლო წლებში ევროკომისიამ Google-ს ჯარიმის სახით რამდენიმე მილიარდი ევროს გადახდა დააკისრა, რისი გადახდაც ინტერნეტგიგანტს არ გასჭირვებია.
მომდევნო კვირას ევროპული სასამართლო Google-ის მიმართ ევროკომისიის კიდევ ერთ სარჩელს იხილავს, სარეკლამო კონტრაქტების შედგენისას კონკურენციის წესების დარღვევისთვის. ამ შემთხვევაში Google-გან ჯარიმის სახით1,49 მლრდ. ევროს გადახდას მოითხოვენ.