თეგებით ძიება

ბაიდენი შიშობს, რომ ომში უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთი დაიშალოს - უკრაინული მედია

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას სრულფასოვან სამხედრო დახმარებას არ უწევს, არის ის, რომ მას რუსეთის დაშლის ეშინია. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Zerkalo Nedeli თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, იუწყება Unian-ი.

„შეიარაღების გადაცემის შესახებ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში (PDA) ბაიდენს შეეძლო, უკრაინისთვის დიდი ხნის წინ მიეწოდებინა საჭირო იარაღი, რაც ბრძოლის ველზე სიტუაციას სტრატეგიულად გააუმჯობესებდა, მაგრამ თეთრი სახლი მუდმივად უგულებელყოფდა ამ შესაძლებლობას“, - აღნიშნავს გამოცემა.

წყაროების თანახმად, ვაშინგტონი რამდენიმე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური მოტივით ხელმძღვანელობს. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ ომის გავრცელების რისკი ნატოს ქვეყნების ტერიტორიაზე, ან ბირთვული საფრთხე არ არის მთავარი საკითხები.

წყაროები მიუთითებენ შემდეგ მოტივებზე:

ამერიკელი პოლიტიკოსები და სამხედროები შიშობენ, რომ უკრაინისთვის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის გადაჭარბებულმა გადაცემამ შესაძლოა, პენტაგონის მარაგი ამოწუროს და აშშ შეიძლება, პლანეტის სხვა მხარეში არსებული კონფლიქტებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდეს, მაგალითად, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, ან ახლო აღმოსავლეთში;

აშშ-ის პოლიტიკური ტრადიცია ითვალისწინებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ არ მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც შესაძლოა, მომავალ სახელმწიფოს მეთაურს „ხელები შეუკრას“; 

ვაშინგტონი კვლავ იცავს 2022 წლის სტრატეგიას, რომლის თანახმადაც, ომი უნდა გაგრძელდეს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე;

ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ომში უკრაინის გამარჯვების შედეგად შესაძლოა, რუსეთი დაიშალოს, კერძოდ, ვაშინგტონს არ სურს, ჩინეთს მეოცე საუკუნეში რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიები დაუბრუნდეს.

გამოცემა დასძენს, რომ ბაიდენი რუსეთის მიმართ იმ შეხედულებას იცავს, რომელიც ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა, როდესაც საბჭოთა კავშირი ძლიერი მოწინააღმდეგე იყო და შეერთებული შტატები ცდილობდა, ის არ გაეღიზიანებინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა